среда, 13 ноября 2013 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  თემა ქალაქები და მათი ბრძოლა თავისუფლებისათვის შუა საუკუნეების ევროპაში
სწავლებისსაფეხური/ დისციპლინა  ან  ინტეგრირებული
საგნების  დასახელება
საბაზო  საფეხური. VIII კლასი ,  ისტორია
მოსწავლეთა  რაოდენობა  30 მოსწავლე
აქტივობის  მიზნები და მისაღწევი  შედეგები მოსწავლეები შეძლებენ  იმსჯელონ ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებაზე,  მათ როლზე ქალაქების განვითარებაში, თვითმმართველობის (კომუნა)
მოპოვებასა და მოქალაქეობის სტატუსზე. სავაჭრო კავშირების აუცილებლობასა და მათ დადებით და უარყოფით შედეგებზე.
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
ისტ . VIII . 5.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ   ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • საქართველოს ანს ხვა ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს, თუ როგორი ცვლება ქალაქის ან ქვეყნის კეთილდღეობა ვაჭრობის განვითარების სხვადასხვა
  • დონის მიხედვით,მსჯელობს
  • ვაჭრობის მნიშვნელობაზე ამათუიმ ქალაქში/ქვეყანაში მცხოვრები  ადამიანებისთვის;
  • აფასებს ადამიანის  ეკონომიკური უფლებების მნიშვნელობას
თანასწორობისა და თავისუფლების  თვალსაზრისით; ისტ .VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია   გაანალიზოს ადამიანის უფლებების
საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები .
•             ისტორიიდან და სხვა საზოგადოების შემსწავლელი საგნებიდან  მიღებული
ცოდნის საფუძველზე ადარებს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა კატეგორიას (მაგ.: პირადი,
პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ.) და მსჯელობს მათ მსგავსებასა თუ განსხვავებაზე;
•             აანალიზებს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა განვითარების პროცესს:
წინაპირობებს, მოთხოვნებსა და შედეგებს;
 თანმიმდევრობა მოსწავლეები იხსენებენ რომის იმპერიის დაცემასა და ხალხთა დიდი გადასახლების 
შედეგებს. (5 წუთი)
    მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოს ტექსტს და რუბრიკას ,,ესსაინტერესოა“.
მასწავლებელი რუკაზე აჩვენებს ხმელთაშუაზღვისპირა და  ბალტიისზღვისპირა 
რეგიონებს, სლაიდებს და ვიდეორგოლს  შუასაუკუნეების ქალაქებსა და  მოქალაქეების
ყოფაცხოვრებაზე    (15   წუთი)
   ტექსტისა და თვალსაჩინოებების  გაცნობის შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის
მიერ დასმულ კითხვებზე:
1.როგორ გესმით ნატურალური მეურნეობა?
2.რატომ სახლდებიდნენ ვაჭრები და ხელოსნები გალავანთან, გზაჯვარედინებთან,
მდინარეებთან ახლოს?
3.რატომ იქმნებოდა გილდიები?
4. რამ შეუწყო ხელი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქების აღორძინებას?
(10 წუთი)
დისკუსია : თემა -„ჰანზას“ ქალაქების  კავშირის  დადებითი და უარყოფითი მხარეები  . 
საილუსტრაციოდ გამოვიყენებთ  Т დიაგრამას.   (10 წუთი)
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას- მოიძიონ
მასალები მათთვის საინტერესო ქალაქის  წარმოშობის ისტორიის შესახებ (5 წუთი)
 შეფასება
დისკუსია ჩართულობა დამოუკიდებელი
სამუშაო
გონებრივი იერიში
25% 25% 25% 25%
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები  8  კლასის  სახელმძღვანელო
კომპიუტერიდაპროექტორი
სლაიდები
დაფა,ცარცი
რუკა
ინტერნეტსაიტები:www.google.ge
                                    www.wikipedia.org 

Комментариев нет:

Отправить комментарий