суббота, 2 ноября 2013 г.



პროექტი


პროექტის სახელწოდება:  ექსკურსია  საქართველოს  სახელმწიფო მუზეუმში


პროექტის მთავარი იდეა:   არქეოლოგოური მასალის გაცნობა
პროექტის აქტუალობა:   არქეოლოგია, როგორც ისტორიის დამხმარე დისციპლინა

პროექტის მიზნები:  ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, კვლევის უნარის განვითარება,
 მოსწავლემ შეძლოს დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ეპოქაში  დამზადებული  სამუზეუმო  ექსპონატები: სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული
სამეურნეო  და საბრძოლო იარაღები, ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.  აღნიშნოს მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები.

მონაწილეთა ასაკი:   IX  კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:   1 თვე
მოსალოდნელი შედეგები:   გაეცნობიან კაცობრიობის განვლილ გზას; საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური  მონაპოვრების საშუალებით(გამოადგებათ გეოგრაფიული ცოდნა). შეძლებენ განასხვაონ სხვადასხვა ეპოქის  იარაღები (როგორც საბრძოლო,ასევე სამეურნეო), საცხოვრებელი ნაგებობები,  დაკრძალვის რიტუალი , საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხელოვნება).
პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   ფოტოალბომი, ვიდეორგოლი, სლაიდშოუ.

პროექტისათვის საჭირო რესურსები:   მიკროავტობუსი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ბლოკნოტი , კომპიუტერი, ინტერნეტრესურსები.

პროექტის მსვლელობა:      ექსკურსია  მუზეუმში, ინტერვიუები  მუზეუმის თანამშრომლებთან,   გადაღებული მასალის  დახარისხება-იდენტიფიცირება, თემატური კატალოგის  შექმნა. გადაღებული მასალის შესახებ  ახალი ინფორმაციის მოძიება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:  გეოგრაფია, ხელოვნება.


პროექტის ხელმძღვანელი:   მარინე ტარყაშვილი, თბილისის 85-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი. ელ.ფოსტა: mtarkashvili@gmail.com
mtarkashvili.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий