среда, 13 ноября 2013 г.
понедельник, 4 ноября 2013 г.
воскресенье, 3 ноября 2013 г.
суббота, 2 ноября 2013 г.
პროექტი
პროექტის სახელწოდება: ექსკურსია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში
პროექტის მთავარი იდეა: არქეოლოგოური მასალის გაცნობა
პროექტის აქტუალობა: არქეოლოგია, როგორც ისტორიის დამხმარე
დისციპლინა
პროექტის მიზნები:
ინფორმაციის მოძიების, ანალიზის,
კვლევის უნარის განვითარება,
მოსწავლემ შეძლოს დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ეპოქაში
დამზადებული სამუზეუმო ექსპონატები:
სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული
სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. აღნიშნოს მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები.
მონაწილეთა ასაკი: IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან კაცობრიობის განვლილ გზას; საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური მონაპოვრების საშუალებით(გამოადგებათ გეოგრაფიული
ცოდნა). შეძლებენ განასხვაონ სხვადასხვა ეპოქის
იარაღები (როგორც საბრძოლო,ასევე სამეურნეო), საცხოვრებელი ნაგებობები, დაკრძალვის რიტუალი , საყოფაცხოვრებო ინვენტარი,
ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხელოვნება).
პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ვიდეორგოლი, სლაიდშოუ.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: მიკროავტობუსი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ბლოკნოტი , კომპიუტერი, ინტერნეტრესურსები.
პროექტის მსვლელობა: ექსკურსია მუზეუმში, ინტერვიუები მუზეუმის თანამშრომლებთან, გადაღებული მასალის დახარისხება-იდენტიფიცირება, თემატური კატალოგის შექმნა. გადაღებული მასალის შესახებ ახალი ინფორმაციის მოძიება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ტარყაშვილი,
თბილისის 85-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი. ელ.ფოსტა: mtarkashvili@gmail.com
mtarkashvili.blogspot.com
mtarkashvili.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)